saqarTvelos vakeebi - krwanisis vake

 

ვაკე თბილისის სამხრეთ ნაწილში, მოიცავს თელეთისა და თაბორის ქედებს შორის არსებულ სამკუთხედის მოყვანილობის ტერიტორიას, რომელიც ფუძით მიმართულია მტკვრისკენ. სიმაღლე 380-425 მ, სიგრძე - დაახლ. 2,5 კმ, სიგანე - 1 კმ, აგებულია მეოთხეული ფხვიერი დანალექებით. კვეთს მდ. კრწანისისხევი. ძველთაგანვე ათვისებული იყო სასოფლო - სამეურნეო კულტურებისთვის.